მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან აქციის მონაწილეებსა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისული ადამიანებს შორის პოლიცია ჩადგა – ისმის საპროტესტო შეძახილები

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირედ, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები განლაგდნენ და ტერიტორია ერთგვარად შუაზე გაყვეს – ერთ მხარეს აქციის მონაწილეები დგანან მეორე მხარეს კი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მისული ადამიანები.
აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის საპროტესტო შეძახილები, ხოლო მეორე მხარეს მდგომი ადამიანები სკანდირებენ „საქართველოს გაუმარჯოს“.