აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საკლუბო სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ.
შეკრებილები საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ.
ასევე, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპის გზა საბოლოოდ ჩაკეტოს.
„როგორ ხარ? – ბოლო დღეებია ამასაც ვერ ვეკითხებით ადამიანები ერთმანეთს. თბილისში ჩვენს მეგობრებზე, ახალგაზრდებზე, ევროპისთვის მებრძოლ ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობენ, ამიტომ შეუძლებელია კარგად ვიყოთ. არ გვაშინებს ცუდი ამინდი, ყოველ დღე გამოვალთ და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ“, – აცხადებენ შეკრებილები.
აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.