კალაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო

თბილისის მერმა მ რუსთაველის გამზიზრე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო.

კალაძემ ამის მიზეზად მოქალაქეების მხრიდან “მოსალოდნელი პროვოკაციები” დაასახელა.
“რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება, რომ ისინი ემზადებოდნენ პროვოკაციის მოწყობისთვის და არ მისცემდნენ პატარებს ზეიმის გამართვის შესაძლებლობას…

მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვის ხის ანტების შესაძლებლობას”- თქვა კალაძემ.

მერია რუსთაველზე საახალწლო ღონისძიებას დღეს გეგმავდა.