– მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს

მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაც შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე ხაზარაძე წერს, რადგან მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ღონისძიებაზე უარი არ თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის „მიზანმიმართულად აწყობს პროვოკაციას“.
„დღეს დაანონსებული ნაძვის ხის ღონისძიება პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. მაშინ, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს ასობით ათასი მოქალაქე უკვე მე-16 დღეა აპროტესტებს რუსთაველზე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება გახდეს დაძაბულობის და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.
იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ, მშვიდობიან პროტესტანტებს ასახიჩრებდნენ, არბევდნენ, გაზით წამლავდნენ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ გაზის სუნითაა გაჟღენთილი, ამორალურია მოაწყო დღესასწაული, როცა მსგავსი ღონისძიების მოსაწყობად ქალაქს აქვს უამრავი სკვერი და მოედანი.
თუ ამ ღონისძიებაზე უარს არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ მიზანმიმართულად აწყობ პროვოკაციას – რაც თავადაც დააანონსეთ რამდენიმე დღის წინ სუს-ის განცხადებით.
მოვუწოდებთ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, არ აჰყვეთ ივანიშვილის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, რაც შესაძლოა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ივანიშვილს და მის მარიონეტ, ე.წ. მთავრობას“, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ