ლევან მახაშვილი – საკმაოდ “სერი” მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან – ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს “სერი” ფერი შავში არ გადაუვიდეს

სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ “სერი” მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან – ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს “სერი” ფერი შავში არ გადაუვიდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ფაქტი ისაა, რომ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო მანდატს ტოვებს ისე, რომ გამტყუნებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში.
„შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ან არ მოსწონდეს , მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი საპრეზიდენტო მანდატს ტოვებს ისე, რომ გამტყუნებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაში. ამიტომ საკმაოდ “სერი” მემკვიდრეობით მიდის საპრეზიდენტო პოსტიდან, ორი კვირა დარჩა და ვისურვებდი, რომ როდესაც საპრეზიდენტო მანდატს დატოვებს, ეს “სერი” ფერი შავში არ გადაუვიდეს და ისტორიაში დარჩეს პრეზიდენტად, რომელმაც მშვიდობიანად, წყნარად გადააბარა მანდატი სხვა ადამიანს”,- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო