სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 204-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
ახლა იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამ დროის განმავლობაში მას უფლებამოსილება შეუჩერდება და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი, ჰან დაკ-სო შეასრულებს.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 3 დეკემბერს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მიზეზად „კონსტიტუციური წესრიგისა და თავისუფალი სამხრეთ კორეის ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალების საფრთხისგან დაცვა“ დაასახელა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მთავრობამ რამდენიმე საათის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს. გასულ შაბათს პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურა ჩავარდა, რადგან მმართველმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით