პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დიზაინერების მარშიც შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დიზაინერების მარშიც შეუერთდა.
პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ.
ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს.
მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას ცოტა ხანში შეუერთდება მთამსვლელთა მარშიც.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულები არიან მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში შექმნილი საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტად ს არჩევას აპროტესტებენ.
მათ ადგილზე დიპლომები და ფეხბურთის ბურთები აქვთ მიტანილი.
ასევე, დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.
აქციის პარალელურად საპოლიციო ძალის მობილიზებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მობილიზებაა 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე -ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე ისე არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.
საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე