“გეუბნებით, ბავშვები არ წამოიყვანოთ, მენდეთ…. “- რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

დღეს, 14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთება, ამის შესახებ მ თავის ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

ჟურნალისტი და ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი,ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მმართველი გუნდის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს.

“ვიცი ქოცები ჩემს სტატუსებს კითხულობთ. წვრილფეხობას მოგმართავთ: ხვალ თქვენი ბოსები პროვოკაციაზე გეპატიჟებიან. ვითომ ნაძვისხის ანთება და ბავშვების გახარება აიჩემეს, სინამდვილეში კალაძე რამდენიმე დღეა ეგრეთწოდებულ ძველ ბიჭებს და მთელ ქუჩის ფსკერს აგროვებს, რომ იქ პროვოკაცია დადგას. თან იმდენად უნამუსოა, ბავშვებით გეპატიჟებათ.

ჩვენი საპროტესტო მოძრაობა რას გადაწყვეტს არ ვიცი ჯერ, არავინ არ იცის მგონი. ჩვენს მხარეს თვითორგანიზებული, წესიერი და მშვიდობიანი ხალხია. ალბათ როგორც სინდისი და სიტუაცია უკარნახებს ისე მოიქცევა ყველა, მაგრამ თქვენ გეუბნებით, ბავშვები არ წამოიყვანოთ რუსთაველზე, მენდეთ, თქვენი ბოსები უკიდეგანო ნაძირლები არიან და რამე უბედურებაში არ გახვიოთ ბავშვები.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან