მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად დაანახებს მსოფლიოს, რომ ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საქართველო ნამდვილად ჩაჯდება იმ დღის წესრიგში, რასაც ჰქვია ცივილიზებული სამყარო – გურამ მაჭარაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად დაანახებს მსოფლიოს, რომ ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საქართველო ნამდვილად ჩაჯდება იმ დღის წესრიგში, რასაც ჰქვია ცივილიზებული სამყარო – გურამ მაჭარაშვილი
ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემს საშუალებას, წავიდეს ხალხის ნების წინააღმდეგ, – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საპრეზიდენტო ინსტიტუტს ღირსებას აუცილებლად დაუბრუნებს.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის დამსახურებით საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს ცივილიზებულ სამყაროში.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი შეძლებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს დაუბრუნოს ნდობა და ღირსება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა წაართვა. საზოგადოება ნახავს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი – მხოლოდ თავისი ქვეყნის და არავითარ შემთხვევაში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.
საქართველოს პრეზიდენტი გახდება ეროვნული იდენტობის ადამიანი, რომელიც დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას, საქართველოს ინტერესებს და შეეწინააღმდეგება უცხოურ ძალებს, თუკი ისინი მოინდომებენ საქართველოს წინააღმდეგ წასვლას.
ის ფაქტი, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკაში თავისი მოღვაწეობით შეძლო ყოფილიყო ხალხის და არა რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი, მეტყველებს იმაზე, რომ ის იქნება ზეპარტიული, ხალხის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი. ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ მიხეილ ყაველაშვილი არცერთ პარტიას არ მისცემს საშუალებას წავიდნენ ხალხის ნების წინააღმდეგ.
მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად დაანახებს მსოფლიოს, რომ ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საქართველო ნამდვილად ჩაჯდება, იმ დღის წესრიგში რასაც ჰქვია ცივილიზებული სამყარო, ოღონდ მისი ტრადიციებით და ღირებულებებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინი სანადირაძე: იმ ამბავს როგორ უყურებთ, როცა არცერთი მაღალი თანამდებობის პირის, საჯარო მოხელისა და პარლამენტარის შვილი ან შვილიშვილი – არცერთ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ხოლო მოკვდავთა შვილები სამ და ოთხ ცვლაში დადიან

გივი მიქანაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში