მაკრონს საქართველოს მთავრობა შემოეღიარა

მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო იმიტომ, რომ წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ.
„მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კი, მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში იმიტომ, რომ მთავრობის ხელმძღვანელის თუ მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობდა, რომელი განცხადებაც ბუნებაში არ არსებობს იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ. ეს ერთი და მეორე – შეიძლება მოგეჩვენოს ადამიანს და მთლად მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ წინა დღის, მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო იმიტომ, რომ წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუკავშირდა თავისი ინიციატივით პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა და ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია და სხვადასხვა ძალა ჯერ ჰერჩინსკის ამუნათებდნენ, შემდეგ მაკრონს და ყველანაირ საზღვრებს გასცდნენ.
„ისე არიან თავიანთი პატრონებით გათამამებულები, რომ ნებისმიერს აკრიტიკებენ, ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ რაღაც ლეგიტიმაცია შეიძლება მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას რეალურად აძლევს ქართველი ხალხი. ამ შემთხვევაში, მისი უმრავლესობა მილიონ 120 ათასი ადამიანის სახით და სამასი ათასი ხმის „გაყალბებას“ თუ არ ჩავთვლით, ეს ლეგიტიმაცია არის აბსოლუტურად მყარი, მაგრამ სამასი ათასი ხმა თუ გაყალბდა და ჩელიაბინსკში თუ გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა პრობლემები ექმნება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ამაზე არ შეიძლება ვინმემ სერიოზულად ილაპარაკოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს

4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე – ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი

თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს