გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ Talksport-თან ინტერვიუში საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
“ქალაქელების” ლეგენდის თქმით, “მანჩესტერ სიტი” ევროპის საუკეთესო გუნდი – გვარდიოლა კი საუკეთესო მწვრთნელია.
“სიტი” საუკეთესო გუნდია. ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, როცა ბურთს კარგავენ, მაშინვე მის დაბრუნებაზე ცდილობენ და ამ პროცესში ყველა ფეხბურთელი მონაწილეობს.
რას ვფიქრობ მანჩესტერულ დერბიზე? ჩემი აზრით, “სიტი” გაიმარჯვებს და 3:1 მოვიგებთ. “ქალაქელებს” ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. ეპიზოდი ვინი ჯონსთან? ეს არასდროს დამავიწყდება, მაშინ ჩხუბი უკვე გასახდელიდან დაიწყო”, – გაიხსენა ქინქლაძემ.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ
სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 15 დეკემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.