დღეს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს აირჩევს

დღეს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს აირჩევს
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – ს კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
კენჭისყრის პროცესი პარლამენტის სასახლეში – 9:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის არაპირდაპირი ს ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან “ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას, ჯამში – 55 წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნეს, მათთვის განსაზღვრული 55-ვე ადგილი სახელისუფლო პარტიამ შეავსო. შედეგად, ს მიერ დამტკიცებულ საარჩევნო კოლეგიაში პარტია „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს – აქედან 89 წევრი პარლამენტიდან, 13 წევრი – აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 წევრი – საკრებულოებიდან.
საარჩევნო კოლეგიაში შედის ოპოზიციის 69 წევრი – საპარლამენტო მანდატის მქონე 61 დეპუტატი და ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს რვა ოპოზიციონერი წარმომადგენელი, თუმცა საარჩევნო კოლეგიაში მათი ყოფნა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან ოპოზიცია პრეცედენტის არჩევის პროცესში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საარჩევნო კოლეგიაში საბჭოში 20-ვე წევრი შედის. აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და დევნილობის შემდეგ, 1994 წლიდან თბილისში ფუნქციონირებს.
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ცესკოს მეშვეობით უზრუნველყოფს. პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც ასევე პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის. ასევე, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია.
“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი