მედია – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 58 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 58 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 132 დრონი გაუშვეს, რომელთაგან თავდაცვის ძალებმა 58 ჩამოაგდეს, ხოლო 72 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
ამასთან, ორი დრონი უკან, რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები ჩერნიგოვის, სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერკასის, ვინიცის, ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა