საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

პარლამენტში საპრეზიდენტო მიმდინარეობს. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ბიულეტენები სახელობითია. პრეზიდენტის პოსტზე, “ქართული ოცნების” მიერ, წარდგენილია ს კანდიდატურა.
ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიციურ პარტიებს არ წარუდგენიათ კანდიდატი და პროცესშიც არ მონაწილეობენ.
300-კაციანი კოლეგიიდან, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმაა საჭირო.
ს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან – სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით

მაია მწარიაშვილი – დაკითხვისას დგებუაძემ არაერთხელ მიუთითა, რომ იყო შეურაცხყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადმოცემით მას შეელახა ღირსება, რაც არ არის 353-ე (პრიმა) მუხლის დაცვის ობიექტი