პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა – პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან აღნიშნა, „სამსახურში მიდიოდა“, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია.
საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ – სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.
ამ დროისთვის პრეზიდენტი უკვე ორბელიანის სასახლეში იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი საპრეზიდენტო რეზიდენციაში სწორედ რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო