გია ვოლსკი – NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს

NDI-ს ერთი კვლევაც არ მახსოვს, რომელიც ციფრებში ემთხვევა შედეგებს – ყოველთვის წარმოდგენილია გადაუწყვეტელთა არმია, რომელიც რეიტინგის არმქონე პარტიებს პერსპექტივას უტოვებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, კვლევაში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე ოპოზიციის, თუმცა რიცხვი 19 (რომელიც კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგს ასახავს), ვოლსკის შეფასებით „სასაცილოა რეალურ მაჩვენებელთან შედარებით“.
„ვინც NDI-ს კვლევებს, საველე სამუშაოებს ატარებს, ის ორგანიზაცია, გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ადრე „ნაცმოძრაობასთან“ , ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. მე არ მახსოვს ერთი კვლევა მაინც ისეთი, რომ ციფრებში ემთხვეოდეს ერთმანეთს შედეგი და კვლევა. მიუხედავად ამისა, თავად მათაც არ აქვთ შესაძლებლობა ის ფაქტი უარყონ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ერთად აღებული ყველა ოპოზიციური პარტიის, ძირითადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს მნიშვნელოვნად აჭარბებს, თუმცა, ციფრები შეცვლილია და ისეა წარმოდგენილი, თითქოს კიდევ არსებობს პერსპექტივა. გადაუწყვეტელთა რაოდენობაა იმდენი მითითებული, რომ არარეალისტური ლაპარაკის საშუალებას ქმნის. არის „გორბის“ კვლევები და იქაც ნაჩვენებია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს. აქაც იგივეა ნაჩვენები, თუმცა, 19 პროცენტი სასაცილოა იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია რეალური მაჩვენებელი და გადაუწყვეტელთა არმია არის წარმოდგენილი ყოველთვის, რომელიც პერსპექტივას უტოვებს რეიტინგის არმქონე პარტიებს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკი გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უმრავლესობა საშუალოდ ან კარგად აფასებს.
NDI-ს კვლევები ყოველთვის პოლიტიკურ მიზანზე იყო ორიენტირებული. ახლა მთელი ძალისხმევა მიდის იქით, რომ ახალ მოკავშირეთა ჯგუფი იქმნება, რომელიც თვალსაჩინოდ თუ ფარდის მიღმა ჩამოაყალიბებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კოალიციას. აქ შედის „ლელოც“, გახარიაც, პრეზიდენტი , შეიძლება ნინო ლომჯარია და უნდათ ეს იდეა NDI-ს კვლევებითაც მოგვყიდონ საზოგადოებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა