პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თავისუფლების მოედანზე პოლიციის მობილიზებაა – დგას წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა.
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები განლაგებულები არიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.
ასევე პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც, სადაც საახალწლო ნაძვის ხე და სცენაა დამონტაჟებული.
პარალელურად, საპოლიციო ძალის მობილიზებაა თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც განლაგდნენ.
ასევე, საპოლიციო ძალამ პარლამენტის მთლიანი წინა ტერიტორია რკინის ჯებირებში მოაქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით