აშშ-ში მიგრანტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

აშშ-ში მიგრანტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა
მიგრაცია -ში ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს, უკმაყოფილო ,,რესპუბლიკელები“ კი ელოდებიან, როდის აიღებს ხელში მართვის სადავეებს .
ბაიდენის მიერ შერბილებული საიმიგრაციო პოლიტიკის შემდეგ, მიგრანტები აშშ-ს საერთო მოსახლეობის 15.2%-ს შეადგენენ. როგორც The New York Times-ი ირწმუნება ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 1890 წელს დაფიქსირდა.
მეტიც, გამოცემამ დაადგინა, რომ ს ადმინისტრაციის წლებში მიგრანტთა ნაკადმა გადააჭარბა დიდი იმიგრაციის ტალღას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში იყო.
2021–2023 წლებში ყოველწლიური წმინდა მიგრაცია (ქვეყანაში ჩამოსულთა რიცხვს – ქვეყნიდან წასულთა რიცხვი) საშუალოდ 2,4 მილიონ ადამიანს შეადგენდა. The New York Times-ის მიხედვით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში წმინდა მიგრაციის საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 8 მილიონს აჭარბებს.
შედარებისთვის: XIX საუკუნის 50-იან წლებში წმინდა მიგრაცია წლიურად +190 ათას ადამიანს შეადგენდა.
Goldman Sachs-ის მონაცემებზე დაფუძნებულ ანგარიშის მიხედვით, იმიგრანტების დაახლოებით 60%, რომლებიც ამერიკაში 2021 წლიდან ჩავიდნენ, ამერიკაში არალეგალები არიან.