ასადის დაცემა შესაძლებლობას იძლევა, გავანადგუროთ ქიმიური იარაღი სირიაში – აშშ-ის წარმომადგენელი OPCW-ში

ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ხედავს შესაძლებლობას, განადგურდეს ქიმიური იარაღი სირიაში, რომლითაც დაიხოცა და დაშავდა ათასობით ადამიანი სამოქალაქო ომის დროს ამ ქვეყანაში.
ეს განაცხადა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW) აშშ-ის წარმომადგენელმა, ნიკოლ შამპეინმა. ორგანიზაციის საგანგებო სესიის წინ შამპეინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ორგანიზაციის მცდელობას სირიის ქიმიური იარაღის არსენალის მოსპობის საქმეში. „სირიის რეჟიმმა, ასადის რეჟიმმა, არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი – ზარინი, ასევე ქლორის ბომბები და ამის შესახებ არასოდეს განუცხადებია OPCW-სთვის“, თქვა შამპეინმა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ფერნანდო არიასმა საგანგებო სესიის გახსნისას თქვა, რომ მისმა ოფისმა სირიიდან დადებითი ცნობები მიიღო ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ, მაგრამ ჯერ ოფიციალური თხოვნა არ მოსულა.
OPCW-მ თავის მნიშვნელოვან წევრებს მიმართა თხოვნით, დაამტკიცონ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების სამუშაოების დაფინანსება და ტექნიკური დახმარება. სირია 2013 წელს შეუერთდა OPCW-ს აშშ-სა და რუსეთს შორის მორიგების შესაბამისად და დათანხმდა თავისი ქიმიური იარაღის არსენალის განადგურებას.
არაერთი ინსპექციის მიუხედავად, სირია კვლავ ფლობს აკრძალულ ქიმიურ იარაღს. OPCW-ის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეს იარაღი სირიის სამოქალაქო ომის დროს არაერთხელ იქნა გამოყენებული.
ახლა პრიორიტეტებს წარმოადგენს სირიაში ქიმიური იარაღის ადგილსამყოფლის დადგენა , ქიმიკატების და საბრძოლო მასალების აღწერა და მათი უსაფრთხო განადგურების ადგილის და დროის განსაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება