ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ – ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ.
“ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა.
მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან, – განაცხადა იარკლი კობახიძემ.
აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.