ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით IPM კვლევებმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. კვლევის შედეგებს ორგანიზაცია სოციალური ქსელით ავრცელებს.
„მოსახლეობის 65% უჭერს მხარს აქციებს. აღსანიშნავია,18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს.სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3 – 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.