არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: უნებლიე ქმედება მღვდლის ეგომ ვერ აიტანა და შედეგად სცენები მოაწყო, სხვებიც ააბუნტა, და ლამის ასიათასობით ადამიანი ეკლესიის მტრებად გამოაცხადა

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა:
სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა მღვდელს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა – იქნებოდა ეს პროვოკატორი თუ ემოციურად გაუწონასწორებელი, ძნელი სათქმელია. მისი განზრახ თუ უნებლიე ქმედება მღვდლის ეგომ ვერ აიტანა და შედეგად სცენები მოაწყო, სხვებიც ააბუნტა, და ლამის ასიათასობით ადამიანი ეკლესიის მტრებად გამოაცხადა. ეს მცირე ინციდენტი კი, სისტემის მძლავრმა პროპაგანდისტულმა რუპორმა განგებ გაათანაბრა ეკლესიის დარბევასა და ქრისტიანთა დევნასთან.
ახლა ამას ორკესტრირებულად აყვნენ ვაი-პოლიტიკოსები, ვითომ გულმხურვალე „მორწმუნეები“, და აშკარად სიამოვნებას იღებენ, როგორ გააშავონ დემონსტრანტები და მოახდინონ მათზე საზოგადოებრივი უკმაყოფილების მობილიზება.
ფარისევლობის ეს მასშტაბი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისეთი პიკია, თვით ბიბლიურ ფარისევლებსაც რომ შეშურდებოდათ.