“შალვა კეკელიას ეკლესიაში არავინ შევარდნილა”

“შალვა კეკელიას ეკლესიაში არავინ შევარდნილა.
ეკლესიაში რომ ვინმე უხეშად შესულიყო, ეგრევე კადრებს გამოაგორებდა.
მისი ლაპარაკი სადაც ამბობს ეკლესიაში ხალხი შემომივარდაო სიცრუეა, რადგან საზოგადოება მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირიდან მოუწოდებდა მათ შემოერთებისკენ და ამ ბრძოლაში დასახიჩრებული ხალხის მხარდაჭერისკენ. ხოლო მისი ლაპარაკი ფეისბუქ ლაივში, ჩვენ რომ ურწმუნო ადამიანებად გამოგვიყვანოს მაგისთვისაა.
შალვა კეკელიამ: “შვილები რომ დაეღუპებათ, ჩვენთან მოვლენ წესი აგვიგეო” მართლა თქვა. თუ რამეზე გასატრაკებელია, ამაზეა. ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილზე რომ საუბრობ და წესის აგებას რაც თავის მოვალეობაა ამადლი სადღაც ესეიგი გეშლება.
ასევე მისი მოვალეობაა უყვარდეს ნებისმიერი ადამიანი მათი განსხვავებულობის მიუხედავად, რადგან რელიგია ამას ქადაგებს.
მამა შალვა კეკელია ქოცებად და ნაცებად ყოფს ხალხს, თუმცა აქაც ცდება, რადგან ვინც ახლა ხმას იღებს ყველა ნაცი არ არის. არც ყველაა ურწმუნო.
მე იმდენად მწამს ღმერთის, რომ ფარისეველ ვაჭარ მამაოსა და ნამდვილ მამაოს ვარჩევ. შალვა კეკელია კი მეორე ნაწილი ნამდვილად არ არის.
გაუმარჯოს ყველა ჭეშმარით სასულიერო პირს და ჩვენს საქართველოს.
ბოლოს კი ერთ რამეს ვიტყვი: გახსოვდეთ, სადაც ლოცულობ შენი ეკლესია იქაა,”  –  წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი გიორგი ჟამერაშვილი.