რეზოლუცია, რომლითაც პარლამენტს ოკუპანტების მირ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო, “ოცნებამ” დაბლოკა

რეზოლუცია, სადაც პარლამენტს რუსი ოკუპანტების მირ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა უნდა დაეგმო, “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა. ოპოზიციის მომზადებული დოკუმენტი თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტებს ეხებოდა და ს ქმედებებს გმობდა.
ხატია დეკანოიძემ, რომელიც აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორია, თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გენოციდი გრძელდება და მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დეპუტატებმაც დაგმონ.
მე მექნებოდა შეთავაზება ადამიანის უფლებების კომიტეტისთვის, შევიტანოთ რეზოლუციის პროექტი, დავამტკიცოთ ეს რეზოლუცია, ვუყაროთ კენჭი და ასევე, ეს იყოს ზუსტად გალში მომხდარი არაადამიანური ფაქტის დადასტურებაც და დაგმობაც იმ რეზოლუციის პროექტთან ერთად, რომელიც სოფელ კირბალაში ეხებოდა სწორედ გინტურის მკვლელობას, – თქვა დეკანოიძემ.
მმართველი პარტიის წევრმა ოპოზიციონერ დეპუტატს ღიად უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საქმეები პოლიტიკური განხილვის საკითხია და რეზოლუციის მიღებას მწვანე შუქს ვერ აუნთებს.
პრინციპული პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ თემებთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ასეთი პოზიციების გაზიარებისგან, იმიტომ, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტები უძღვის და შესაბამისად, ეს საკმაოდ უხერხულად შეიძლება გამოიყურებოდეს. მე არ მგონია, რომ ამას ახლა დამატებით სჭირდებოდეს საკითხის დამატება დღის წესრიგში და ამ გზით დამატებით საკითხზე მსჯელობა, – თქვა სარჯველაძემ. ტვ პირველი