ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ავთანდილ ტიტვინიძე, რომელმაც დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მოათავსეს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ავთანდილ ტიტვინიძე, რომელმაც დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მოათავსეს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ტიტვინიძის განმარტებით, ის პოლიციელის მითითებას დაემორჩილა და სპეცრაზმელები მას დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, მას აქვს ძვლები ჩამტვრეული და ტვინის შერყევა.
ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია