სიმონ ჯანაშია: მკვლევარი აბაშიძეზე აიყვანეს, ძაღლი დაატოვებინეს. კარდიოლოგი მანქანიდან გადმოსვეს. მოსწავლეს სახლში მიაკითხეს… არ შევეგუებით!

“ბებიაჩემი მართა ასე იხსენებდა ხოლმე 30-იანი წლების ამბებს: ბელინსკის ქუჩაზე ღამით, აღმართში ქვაფენილზე მობრახუნე ჩექმის ხმას რომ გავიგებდით, გვეღვიძებოდა, გვეგონა ჩვენ წასაყვანად მოვიდნენო.
90 წლის შემდეგაც იგივე განცდა ტრიალებს. მკვლევარი აბაშიძეზე აიყვანეს, ძაღლი დაატოვებინეს. კარდიოლოგი მანქანიდან გადმოსვეს. მოსწავლეს სახლში მიაკითხეს. ვეტერან მასწავლებელს 12 პოლიციელი ეწვია სასამართლოს უწყების გადასაცემად. ბებიას სახლში შეუვარდნენ და შვილიშვილები დაჰკითხეს…
არ შევეგუებით!” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – პირველად ისტორიაში, ევრონესტზე წარმოდგენილი არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია და არა „ქართული ოცნება“, მიუხედავად საპარლამენტო ბოიკოტისა – მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ბელარუსს აქვს

ნინო ევგენიძე „ქართულ ოცნებაზე“ – დღევანდელი რუსული რეჟიმი პუტინის რეჟიმის მსგავსად, პოლიტიკური და თავისუფლების კუნძულების შეზღუდვას აგრძელებს – ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად მოგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე