ლევან სანიკიძე: ყაველაშვილის უმაღლესი მთავარსარდლობა ეროვნული სირცხვილია!

“ყაველაშვილის უმაღლესი მთავარსარდლობა ეროვნული სირცხვილია!” – წერს სოციალურ ქსელში ლევან სანიკიძე.

ცნობისათვის, “რაც შეეხება ჩვენს [პრეზიდენტობის] კანდიდატურას. ოპოზიციის რეაქციებმაც აჩვენა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო, ამ პოზიციაზე  დასახელება. პრეზიდენტის ინსტიტუტმა ძალიან დიდი ზიანი მიიღო წინა პრეზიდენტების წყალობით და განსაკუთრებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ფაქტობრივად, იმდენად დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ მომავალი პრეზიდენტს საკმაო დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ეს დაზიანებული რეპუტაცია პრეზიდენტის ინსტიტუტისა გამოასწოროს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.