ნინო ლაცაბიძე – ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ, თანაქალაქელებისთვის კეთდება და რადგან ქანდაკებამ უკმაყოფილება გამოიწვია, გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ

მინდა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს, რომ ყველა პროექტი, რომელსაც რუსთავში ვახორციელებთ – მათთვის კეთდება და რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ , – ამის შესახებ რუსთავის მერმა თბილისმა მ რუსთავში, მესხივშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩინელი მოქანდაკის ქანდაკებასთან – ,, ,,პორტალი/სამოთხის კარიბჭე” – დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს მოქალაქეების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
რუსთავის მერის თქმით, „ნეგატიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო“, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი „ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ“ და აქამდე ნეგატივი არ მოჰყოლია.
„არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია.
მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი”, – აღნიშნავს ნინო ლაცაბიძე, რომლის კომენტარსაც რუსთავის მერია ავრცელებს.
მანამდე “მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის” სოციალურ ქსელში გავრცელდა ქანდაკებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ქანდაკება სახელწოდებით ,, პორტალი/ სამოთხის კარიბჭე”, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებშია შექმნილი. მისი ავტორი კი ჩინელი ხელოვანი ზაო ლეია.