ბათუმში საპროტესტო აქცია დაიწყო – გადაკეტილია გამსახურდიას ქუჩა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გამსახურდიას ქუჩაზე – საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციას საჯარო სექტორის თანამშრომლებიც უერთდებიან.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი საპარლამენტო და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.
“წვიმის და სიცივის მიუხედავად, მაინც გამოვა და გააპროტესტებს ძალადობას და ქვეყნის რუსეთისკენ სვლას. გამოსავალი ერთია, რუსული რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და ველოდებით ჩვენს თანაქალაქელებს”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა