ჟურნალისტ ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ია თინიკაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჟურნალისტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძალიან არ მინდოდა ამგვარი შინაარსის პოსტის დაწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, მდგომარეობა სასწრაფოა, ამიტომ, შეუძლებელია, რომ საკუთარი ფინანსური რესურსით საჭირო თანხის მობილიზებას დაველოდო.
დიაგნოზი, სრულიად მოულოდნელი – თავის ტვინის ანევრიზმა! მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიით დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეკომენდებულია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟიმით, ასევე თავის ტვინის დიგიტალური ანგიოგრაფია, ოპერაციული მეთოდის შერჩევა და შემდგომ – თავის ტვინის ოპერაცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებული ყოფილა (განიხილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი კვლევები და შესაძლებლობის შემთხვევაში – ოპერაციული ჩარევა).
ჩემთვის ძალიან რთულია, ვინმე შევაწუხო, ამიტომ თუ გაქვთ ქველმოქმედებისთვის გათვალისწინებული თანხა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეწიეთ.
ისე, ვინც იცით, ხომ ამდენი კრიზისი გამოვიარე დღემდე და ყველაზე რთული ყოფილა, როცა ამგვარი განსაცდელისას, და-ძმა და მეუღლე არ გყავს და იმედად მხოლოდ 29 წლის შვილი და დედის ლოცვა გეგულება.
GE08TB7086845064300018
GE23BG0000000161762834“,- წერს ია თინიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან