მაკრონი: მსურს, გავიმეორო ჩემი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანეულ მაკრონი ამბობს, რომ პარიზი შეშფოთებულია „ძალიან მკაცრი რეპრესიებით“ საქართველოში.
„მსურს, გავიმეორო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის მცველების მიმართ. ჩვენ დიდად შეშფოთებულნი ვართ ძალიან მკაცრი რეპრეიებით ახალგაზრდების წინააღმდეგ, მთავრობის მეთაურის განცხადებებით და არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, ევროპული გზის ღალატით. ეს იყო სრულად საპირისპირო იმისა, რასაც [„ოცნება“] საარჩევნო კამპანიის ეუბნებოდა ხალხს“, — განაცხადა მაკრონმა დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აქამდე მაკრონმა მსგავსი განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან საუბარში გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო