ოცნებამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო, მხოლოდ 2 ოთახი თბება – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ივანიშვილის მთავრობამ პრეზიდენტის სასახლეში გათბობა გამორთო. ამის შესახებ ხაზარაძემ TV პირველის ეთერში ილაპარაკა.
“დღეს ვიყავი და გათბობა აქვთ გამორთული, რამდენად მდაბიო ხალხია ქართული ოცნება, რომ პრეზიდენტის სასახლეში თბება ორი ოთახი… ჩვენ სადაც შევიკრიბეთ, მერე გვითხრეს, იქ ერთი ოთახი თბება თუ ორი ოთახიო და გადაგვიყვანეს იქ.
ეს პირველად კი არ ხდება, სხვათაშორის, წინაზე როცა ვიყავი, ორი კვირის წინათ, რატომ არის სიცივე მეთქი, არ გვათბობენო და გამათბობლები დგას, 90-იან წლებში რომ იყო, წარმოგიდგენიათ? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა მდაბიო ხალხთან გვაქვს საქმე” – ამბობს ხაზარაძე.(ტაბულა)

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს