სამწუხაროდ შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. თუ რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად

არის იმის ზრდადი ალბათობა, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ხელისუფლების უგუნურ და ძალადობრივ ქმედებას და სამწუხაროდ შესაძლოა მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სამოქალაქო ომის შესაძლებლობაც განხილვადია თუ ეს ასე გაგრძელდა, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლების რადიკალური ძალების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი, ხალხიც არ იქნება ტყუილად.
„ძალიან ცუდ სცენარზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ არსებობს და ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლებაში და ზუსტად მისი გადაწყვეტილებების გამოა, რომ გვიწევს რუსთაველზე მორიგეობა ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი