ვაკეში, “რონდელის ფონდის” მკვლევარი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ (ვიდეო)

“პირველებმა” მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, როგორ აიყვანეს ვაკეში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა  ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ვატო ბჟალავა. ვიდეომასალაში  ჩანს, რომ ის პოლიციის მანქანითაც კი არ იყვენეს.

ადრებში ჩანს, რომ კაცი პოლიციელებს წინააღმდეგობასაც არ უწევს.

ცნობისთვის, ვატო ბჟალავა მსახიობების საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ასევე, მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სახლში გაიმართა და სადაც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისა და პროტესტისკენ მოუწოდეს.

გუშინ, 11 დეკემბერს ვატო ბჟალავა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზე გამოძიებაც 225-ე და 239/1 მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობილი ხდება, რომ დაკავებულების წინააღმდეგ რამდენიმე საათის წინ პოლიციამ უსასტიკესი მეთოდები გამოიყენა – რონდელის ფონდის მკვლევარი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ კი  პოლიციის განყოფილებაში სასტიკად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა