დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას, მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, სადაც ძალადობასა და უკანონო დაკავებებზე ვისაუბრე, მე ვსაუბრობ ყველასთან – ჰერჩინსკი
დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას, მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, სადაც ძალადობასა და უკანონო დაკავებებზე ვისაუბრე, მე ვსაუბრობ ყველასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„მე ვარ დიპლომატი. ჩემი როლიდან გამომდინარე, უნდა მქონდეს საკომუნიკაციო არხები ღია, რათა ყველასთან ვისაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს არაღიარებას. მე ვხვდები და ვესაუბრები ყველას. ვსაუბრობთ მათთან, ვისთანაც ვთანხმდები და მათთანაც, ვისაც არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვიცი, რომ მთავრობამ გამაკრიტიკა, ასევე პრეზიდენტმა. მე გამაკრიტიკა ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც. მე უბრალოდ ვასრულებ სამუშაოს.
როგორც ევროკავშირი, ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მე გამოვიყენებ ყველა კავშირის, ყველა კონტაქტს, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მჭირდება არჩევა ან ხელახლა არჩევა. ეს არ უკავშირდება ჩემს პოპულარობას, ეს უკავშირდება ჩემს საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. ჩემის საქმეა ხმა ავიმაღლო როდესაც ვხედავ ძალადობას, სისასტიკეს, უკანონო დაკავებებს. სწორედ ეს თემა წამოვწიე, როდესაც გამომიძახეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, მე მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.