ბულგარეთი და რუმინეთი 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 1 იანვრიდან შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან
ევროკავშირის საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს კონტროლი ბულგარეთისა და რუმინეთის სახმელეთო საზღვრებზე 2025 წლის 1 იანვრიდან.
„ეს არის ისტორიული მომენტი საბოლოოდ მივესალმოთ ბულგარეთსა და რუმინეთს, როგორც შენგენის ზონის სრულუფლებიან წევრებს. ამ წევრ სახელმწიფოებთან და მათ შორის შიდა სახმელეთო საზღვრებზე პირების შემოწმების გაუქმება უნგრეთის პრეზიდენტობის მთავარი პრიორიტეტი იყო და დღეს ჩვენ ეს რეალობად ვაქციეთ. ეს ნაბიჯი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთის მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ევროკავშირს“ – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შანდორ პინტერმა.