რასა იუკნევიჩიანე – გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია – ევროატლანტიკური გზისთვის

ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, 7 ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ბევრს ნიშნავს, რადგან გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია – ევროატლანტიკური გზისთვის, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახლა საქართველოს მინიჭებული აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, სტანდარტები ძალიან მაღალია ასეთი მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვართ აქ, როგორც ფაქტების დამდგენი მისია, იმისთვის, რომ ვნახოთ სიტუაცია ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების საპოვნელად ჩვენი მისიის შემდეგ. ჩვენ გვსურს, ევროკავშირმა იმოქმედოს, უფრო ხმამაღალი და უფრო მეტად მხარდამჭერი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძობთ, ვიცით, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. ჩვენ აქ არ ვართ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტშია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: წლევანდელ პირველ ივნისს ამ ქვეყანაში ბავშვები და მათი ოჯახები უკვე 42-ე დღეა შეხვდნენ ღია ცის ქვეშ, სიცივესა და ქარში, დაყრუებული და ადამიანობისგან დაცლილი ბოროტი ცინიკოსების სამუშაო ადგილსამყოფელთან

“სულ გინ­დო­და გვერ­დზე გყო­ლო­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით… იუ­მო­რის ხა­რის­ხი, ხომ უთუ­ოდ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია…“ – რას ჰყვება პატრიარქის ბიძა, ირაკლი ჟვანია შიო III-ზე