თინა ბოკუჩავა – რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს

რა როლს შეითავსებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა, არ ვიცი, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია თავად მისი პოზიცია, რომ ისიც, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას.
„შესაბამისად, არალეგიტიმური არჩევნების შედეგად ფორმირებულ დე ფაქტო პარლამენტს და ამ პარლამენტის მიერ ე.წ. დე ფაქტო არჩეულ პრეზიდენტს და ის რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუმცა რა როლს შეითავსებს ის მას შემდეგ, რაც მოხდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, გახდება ის თუ არა, მათ შორის მაკონსოლიდირებელი ფიგურა მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის, როგორც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნის გარეთ, ეს ბუნებრივია პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადასაწყვეტია და ამას მოჰყვება შესაბამისი მოქმედებები ოპოზიციიდან, რომელიც დღეს არის ერთიანი, როგორც არასდროს, მაგრამ ამ საპროტესტო მუხტის პოლიტიკურ პროცესში კონვერტაციისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს პრეზიდენტ, ზურაბიშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა