ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

ევროპარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და „სამართლიანი ს“ ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე.
როგორც ცნობილია, მანამდე ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდნენ.
მათ შეხვედრა ასევე გამართეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და საქართველოს სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან.