“ჩემი რჩევა მეგობრებო !!!გავეცანი ( ზედაპირულად ცხადია) მთავარი არხის გარშემო შექმნილ ვითარებას, ვფიქრობ გამოსავალი ლანძღვა და თავდასხმების არ არის, არამედ მოლაპარაკება, მითუფრო ( ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ და არ დაგვავიწყდეს )ყველას გვახსოვს უმძიმეს ვითარებაში, მაშინ, როცა რუსთავი 2 წაართვეს და ტვ მთავარი შეიქმნა ზაზა ოქუაშვილის უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდაჭერით ტვ იბერიის ბაზაზე უმოკლეს დროში შეიქმნა ტვ მთავარი, მახსოვს ეთერშიც კი ვისხედით და ყველა უკლებლივ აღფრთოვანებული იყო და საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ ამ ბიზნესნესმენის საქციელის მიმართ….ამდენი ხანია ტვ მთავარი დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და ასე უნდა გაგრძელდეს …..
ახლა გონივრულია არა გამწვავება და სადავო “სამზარეულოს გამოფენა”, არამედ მოლაპარაკება, მითუფრო მოვისმინე და წავიკითხე ოქუაშვილის განცხადება, რომ მას არხის დახურვაზე არ უფიქრია და ამბობს ”ეს საშიშროება არხს არ შეექმნება და ხელშეკრულებითაც არ ვერეოდი და ვერევი სარედაქციო პოლიტიკაშიო”-ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა ახლა ამ ძნელბედობის ჟამს და ცხადია გამიხარდა… ამიტომ ჩემი რჩევააა, არა გამწვავება, არამედ ჯერ მადლობა ოქუაშვილს ამდენი წლის მხარდაჭერისთვის და შემდეგ საუბრის გაგრძელება (მითუფრო სიმართლე ამ კაცის, ამ ბიზნესმენის მხარესაც არის, ობიექტურად ასეა, ნიუანსებში არ შევალ)
მოკლედ. ვის რა მოეწონება ამ ჩემს სტატუსში ნაკლებად მაინტერესებს …. ტვინის-გონის განძრევის შემთხვევაში და თუ ცოტა პრაგმატულადაც მიუდგებით, ყველა მიხვდება ამ ჩემს გულისტკივილით ამოთქმულ რჩევას, კარგი იქნება გამომომდინარე ამ უმძიმესი ვითარებიდან ბოროტი და რუსული მართვის სტილით ხელისუფლების არსებობის დროს, რომლის მოცილებაც გვინდა დროულად, რადგან კატასტროფაა ამ ხელისუფლების სათავეში ყოფნა!!
ეს იქნება გონივრული საქციელი –
ჯერ მადლობა უთხრათ ამ მძიმე და ურთულესი წლების გამო ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც ოთხი სასამართლო დავა აქვს ივანიშვილთან და მერე დროულად გამოსავლის ძებნაა საჭირო და არამც და არამც ტალახი! არავითარ შემთხვევაში ტალახი, რაც ყოველთვის წამგებიანია ასეთ დროს და ცუდ შედეგს მ ო ი ტ ა ნ ს!!!!!
ეს ჩემი გულწფელი და უნაღდესი რჩევაა ამ ურთულეს ვითარებაში, გათვალისწინება კი მავანთა საქმეა …..