ანა დოლიძე – მე ვარ პოლიტპატიმრის შვილი და ძალიან კარგად მესმის თუ რას ნიშნავს ადამიანი ციხეში უსამართლოდ იჯდეს

მე ვარ პოლიტპატიმრის შვილი და ძალიან კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს ადამიანი ციხეში უსამართლოდ იჯდეს , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, დღეს საქართველოს 300 პოლიტპატიმარი ჰყავს.
“საქართველოს ჰყავს 300 პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი კოალიციის წევრი, ალეკო ელისაშვილი. მამაჩემი იყო პოლიტპატიმარი ზვიად გამსახურდიას დროს, ეს არის ძალიან რთული. მე მინდა, მათ მადლობა ვუთხრა, საქართველოს სახელით, რომ ამაზე წავიდნენ. ძალიან რთულია და მე ეს კარგად ვიცი, რომ ადამიანები ციხეში სხედან უსამართლოდ, ტყუილად. ყველა განცხადებაში უნდა ჩაიწეროს და ჩაიწერება კიდეც ამ ხალხის გამოშვება. მსგავსი რამ უახლოეს საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და ამას ექნება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან