“ხელები შორს ამ ბავშვებისაგან, თორემ ამას ღმერთი არ გაპატიებთ!”- ჟანრი ლოლაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მსახიობი, ჟანრი ლოლაშვილი, “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს ჩვენ თვალწინ წარმოუდგენელი ამბავი ხდება.

“გული მისკდება, რომ ვუყურებ. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ჩვენ არასდროს არა ვართ თავისუფალი. გასაგებია, რომ ამ საოცარ ბავშვებს ასე სწყურიათ თავისუფლება, განვითარება, განათლება. გალაკტიონს რომ აქვს: “მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა! ეს “როგორც მინდა” ჩვეულებრივი სიტყვა არ არის. სულ კითხვის ნიშნები აქვს ადამიანს, იმის გამო, რომ არჩევანი აქვს.

ყოველი წუთი და წამი არჩევანია.

თავიდან ბოლომდე ქაოსში ვცხოვრობთ და ამის დალაგება წარმოუდგენელია. ქართველები რაღაცის გამო ერთმანეთს ვგლეჯთ! ასე იყო სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ იმას, რაც ახლა ხდება, არ ვიცი, რა ჰქვია! ხელები შორს ამ ბავშვებისაგან, თორემ ამას ღმერთი არ გაპატიებთ!

ეს თაობა ყველაზე ლაღი, მოაზროვნე თაობაა! ამათ ვერ მოატყუებთ, გამორიცხულია! სანამ კიდევ დროა, უკან დაიხიოს ყველამ, ვინც ამ ბავშვების წინააღმდეგ გამოდის. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეს ხარ და რომელ პარტიას ეკუთვნი? ამ ახალგაზრდების გამო ყველა დათმობაზე უნდა წავიდეთ, სხვა გზას ვერ ვხედავ! არ შეიძლება ძალადობა, არა!“, – ამბობს მსახიობი “კვირის პალიტრასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით შენ ეძახი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ე.წ პოლიტიკოსებს, აქ უკვე არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, თუ რატომ მიიღო თავმოყვარე ქვეყანაში არჩეულმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა უსამშობლოების მიერ დაორგანიზებულ სამიტში

გულთბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა მეუფე ანტონთან. ორმაგად დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომელიც საქართველოს ტრადიციების, ასევე ჩვენი მომავალი თაობების გარყვნილებისგან დაცვას და ღირსეული საქართველოს შენებას ემსახურება