უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს დილით, პრეზიდენტ პუტინთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი მქონდა. ეს რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირებია. ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსაღწევად ჩვენ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ვდგამთ“, – წერს ვიქტორ ორბანი.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ იგი ფლორიდაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
