ფინანსთა სამინისტრო – 2024 წლის 11 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდა

2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2.3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.
„2024-2028 წლებში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი, ჯამურად, 15 მილიარდ ლარს მიაღწევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა