ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს და ოთხ სტუდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს და ოთხ სტუდენტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ლევან ყოლბაიამ განიხილა.

მოსამართლის თქმით, განჩინება 48 საათში შესაძლოა გასაჩივრდეს.

დაცვის მხარის ადვოკატი დავით ჯაფარიძე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახის 1000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.

თავის მხრივ, პროკურორი პაატა ცეცხლაძე დაკავებულთა მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის თქმით, არსებობს დანაშაულის ხელახლა გამეორების და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი