შემოსავლების სამსახურს ბიზნესი ₾1 მლრდ-მდე გადასახადზე ედავებოდა – 2022 წლის ანგარიში

ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2,796 საჩივარი შევიდა. ეს 2021 წელთან შედარებით 300 დავით ნაკლები იყო. ამ დავების საგანს ₾948 მილიონის საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა, ეს 2021 წელთან შედარებით 900 მილიონი ლარით ნაკლები იყო.
დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 72 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია 2 613 საქმეზე.
“მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 739 საჩივარი, 1 552 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 322 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.