ერთი ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება – შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ძვირდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დააინიცირეს.
კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. საექსპერტო შემოწმება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა იზრდება 80 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, რეექსპორტისთვის განკუთვნილ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე საფასური ჯამში 150 ლარით იზრდება.
უფრო დეტალურად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანახმად: