მთავრობამ დასავლეთ საქართველოში 41 გაზსადენი Socar-ს განვადებით მიჰყიდა

საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა აზერბაიჯანული კომპანია Socar Gas-ისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ათეული გაზსადენის პირდაპირი წესით მიყიდვის გადაწყვეტილებას.
შესაბამის განკარგულებას ირაკლი მ ხელი 2 დეკემბერს მოაწერა, სადაც საუბარია 19,8 მლნ ლარად ($7 მლნ.) იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 41 გაზსადენის პრივატიზებაზე.
პროცესი გათვლილია 17 წელზე, ხოლო სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა 2032 წლიდან დაიწყება.
შეთანხმებული განრიგის თანახმად, „სოკარი“ სახელმწიფოს 10 წლის განმავლობაში ყოველწიურად 2 მლნ ლარს გადაუხდის.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR საქართველოს ნავთობისა და გაზის ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანიათა ჯგუფი SOCAR Gas ბუნებრივი აირით საქართველოს მასშტაბით 851 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ