ს გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე 20 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინისთვის, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა გამოაცხადა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
„ეს თანხები – რომლის გადახდაც ს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით განხორციელდება – ს მხარდაჭერის კრიტიკულ ინფუზიას გაუწევს, რადგან ის იცავს თავის ქვეყანას აგრესიული ომისგან“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ფინანსური რესურსები „გადაუდებელი დახმარების სერვისების, საავადმყოფოების და მისი მამაცი წინააღმდეგობის სხვა საყრდენების შესანარჩუნებლად.
ჯანეტ იელენის განმარტებით, ეს თანხები, ვაშინგტონის დახმარება უსაფრთხოების კუთხით და ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის პოზიციას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას.
„ახლა პუტინი ჩართულია ჩვენს კოალიციასთან ნებისყოფის შეჯიბრში, იმედი აქვს, რომ დავიღლებით და საბოლოოდ უკან დავიხიეთ. მაგრამ კრეატიული პოლიტიკის შემუშავებითა და „დიდო შვიდეულის“ ერთიანობით, ვაგზავნით უტყუარ შეტყობინებას, რომ რუსეთს ვაიძულებთ თავისი უკანონო ომის ხარჯები დაეკისროს“, – აღნიშნა ჯანეტ იელენმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის, რადგან უკრაინის დაცემის დაშვება გამოიწვევს პუტინის შემდგომ აგრესიას და საფრთხეს შეუქმნის ევროპაში აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების უსაფრთხოებას, რომელთა დაცვასაც შეერთებულ შტატებს ხელშეკრულება ავალდებულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა