ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ახალ რაკეტა „რუტას“ ცდის, ის ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა

უახლესი უკრაინული რაკეტა-დრონი „პეკლოს“ ბრძოლის ველზე პირველად გამოყენებამ წარმატებით ჩაიარა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
მან ში რაკეტების შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„„პალიანიცას“ რაკეტა მასობრივ წარმოებაში შევიდა, „პეკლოს“ რაკეტა-დრონის პირველი საბრძოლო გამოყენება წარმატებით დასრულდა. მისი პირველი პარტია ახლახანს გადავეცით ჩვენს თავდაცვის ძალებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ახალი რაკეტის, „რუტას“ წარმატებული გამოცდები. შორ მანძილზე მოქმედი „ნეპტუნი“ კი „ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ